Digest Logo

მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს - როგორ ჩაიარა ნანატრმა ვიზიტმა ექიმთან?

1605033169
ვიზიტი რევმატოლოგთან

დაახლოებით, 3 კვირის წინ სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კაცი ერთ-ერთი კლინიკის ოპერატორს რევმატოლოგთან ჩაწერს სთხოვდა. ქალმა მას ექიმთან ვიზიტი 10 ნოემბერს შესთავაზა.

და, აი 10 ნოემბერიც მოვიდა. დღეს პაციენტი, შალვა შენგელი რევმატოლოგთან უნდა მისულიყო. „დაიჯესტი“ მისი დიაგნოზით დაინტერესდა და პირად შეტყობინებაში მისწერა.

როგორც ჩანს, ჩვენ ერთადერთი არ ვყოფილვართ, ვინც შალვას და ექიმის შეხვედრას ასე ელოდა.

viziti-revmatologtan_o_h.jpeg

„ფეისბუქ მომხმარებელთა მოთხოვნით“, შალვამ დიაგნოზი თავის კედელზე გამოაქვეყნა:

„ორი კვირის წინ ვინმეს რომ ეთქვა, სოციალურ ქსელში საჯაროდ დადებ რევმატოლოგის დასმულ დიაგნოზსო, ნაღდად გიჟად ჩავთვლიდი.
...მოვლენები ისე განვითარდა, რომ სოც. ქსელის საზოგადოების თხოვნითა და ხალხის მოთხოვნით,
მე თავად ვდებ რევმატოლოგის დიაგნოზს. ვფიცავ, რომ ნაღდია და არაა გაყალბებული.
მენისკია ჩაგლეჯილი და საოპერაციოაო .
ამ დღეებში უნდა დავრეკო! და ჩავეწერო! ტრავმატოლოგთან.

ამბობენ, დიდი რიგებიაო! “, - დაწერა შალვამ

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

წარმოუდგენელი გარდასახვა - ალცჰაიმერით დაავადებულმა პრიმა-ბალერინამ „გედების ტბის“ მოსმენისას ცეკვა დაიწყო (ვიდეო)

დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი მარტოხელობას არჩევს - 7 მიზეზი