
პოლიტიკოსები პატიმრობაში შესაძლოა, კრიმინალურ დამნაშავეზე მარტივად აღმოჩნდნენ. გააჩნია პოლიტიკურ ვითარებას, დანაშაულის სიმძიმესა და სასამართლოს დამოუკიდებლას. დღესაც ბევრი მაღალჩინოსანი იმყოფება პატიმრობაში. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით...
„დაიჯესტი“ იმ 5 პოლიტიკოოსის შესახებ მოგიყვებათ, რომლებიც ფეშენებელური საცხოვრებლებიდან პირდაპირ ციხის საკანში მოხვდნენ.
ვანო მერაბიშვილი
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ციხეში 6 წელი და 9 თვე გაატარა.
მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.
მოგვიანებით ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე წაუყენეს, აგრეთვე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამოც სთხოვდნენ პასუხს. 2014 წელს სასამართლომ მერაბიშვილი ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.
საპყრობილის დატოვების შემდეგ მერაბიშვილმა გადაცემაში „სელფი“ აღნიშნა რომ ის პოლიტიკური ნიშნით იხდიდა სასჯელს და რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია. აგრეთვე ამბობდა, რომ მცირე გადამეტებები მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო ხოლმე. მერაბიშვილმა ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე მას სამსახური და შემოსავლის წყარო არ გააჩნია, თავის ოჯახს კი პატიმრობის დროს, ახლობლები და მეგობრები ეხმარებოდნენ.
გიგი უგულავა
თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობა რამდენჯერმე მოუწია. ბოლოს ის 22 ივნისის საქმეზე დააპატიმრეს და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე 15 მაისს გაათავისუფლეს.
„სხვა არხებზე გადავრთე, არსად არაფერი ხდებოდა. ამასობში აჩვენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერა აქვს ჩემი შეწყალების აქტს და ბუნებრივია, მადლობას ვეუბნები“, - განაცხადა უგულავამ საპყრობილის დატოვების შემდეგ.
მანამდე უგულავა სასჯელს იხდიდა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე, უგულავასა და დავით კეზერაშვილს ბრალი „თბილსერვის ჯგუფში" პარტიის აქტივისტების დასაქმებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებაში ედებოდა.
პირველ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მეორე ნაწილში, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება, გაამართლა.
ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი დისიდენტური საქმიანობის გამო, 1984-1987 წლებში პოლიტიკური პატიმარი იყო. ის გაასამართლეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით („ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
„ციხე ადგილია, სადაც ლიტერატურას კითხულობენ. ლიტერატურა ციხის ცხოვრების ნაწილია. მაგალითად, ლათინური ამერიკის ციხეებში არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც წიგნის კითხვა პატიმრის ბედზე მოქმედებს; ზოგიერთი ფიქრობს, ციხე ის ადგილია, სადაც დღედაღამ შეგიძლია იკითხო, თუმცა ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანი არასოდეს არის მარტო, კითხვა კი არის პროცესი, როდესაც ადამიანი მარტო რჩება წიგნთან. ციხეში მკითხველისა და წიგნის ურთიერთობას ბევრი რამ უშლის ხელს. ციხეში კითხვის მიტოვება არავის სჩვევია. პირიქით, იქ კითხვას იწყებენ. უკვე მკითხველები კი უფრო ინტენსიური მკითხველები ხდებიან. ციხეში კითხვა სიგარეტის მოწევას ჰგავს - იქ მოწევას არავინ ანებებს თავს, პირიქით, ვინც არასოდეს ეწეოდა, სწორედ ციხეში იძენს ამ ჩვევას. ზუსტად ასეა კითხვასთან დაკავშირებით, ციხე შესანიშნავი ადგილია საკითხავად. “, - იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილი საზოგადოებაში პატიმრის შესახებ არსებულ სტიგმაზეც საუბრობდა:
„ყოფილი პატიმრების მიმართ სამწუხაროდ, არსებობს სტიგმა. პატიმრობა გარკვეული სოციალური კეთროვანების ნიშანია. ყოფილ პატიმარს არ ენდობიან, მისი გულწრფელობის არ სჯერათ — ის უცხოპლანეტელია. ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულ პატიმარს საზოგადოება ეშმაკთან წილნაყარად თვლის და არა ეშმაკისგან თავდაღწეულად“.
ირაკლი ოქრუაშვილი
ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი 2018 წლის 21-22 ივნისის ღამის მოვლენების გამო დააპატიმრეს. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მისთვის წარდგენილი ბრალდება იყო „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოქრუაშვილი ციხიდან ბიძნა ივანიშვილის მიმართ ვრცელ წერილებს ავრცელებდა.
საბოლოო ჯამში, მან სასჯელარსრულების დაწესებულება დროზე ადრე, 2020 წლის 15 მაისს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა.
დათა ახალაია
კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალიას გირგვლიანის საქმეზე 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა და სამსახურებრივი სიყალბე.
2014 წელს ექს-მაღალჩინოსანმა 100 000 ევროს გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ: